ბეტონის ქარხნის ასაშენებლად ქუთაისის მერიამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს 8,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა.
ნაკვეთი, რომელიც საუნივერსიტეტო კომპლექსს პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა, ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე, მე-5 შესახვევში მდებარეობს.
პირველი არხის ინფორმაციით, მიწის გადაცემის საკითხს მხარი საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა.