ქუთაისში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

Construction News

ქუთაისში ხანძრის შედეგად ავტოქარხნის დასახლებაში ე.წ დაჩების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მეპატრონის თქმით, უცნობმა პირმა ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდო, რის შემდეგაც საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მათ ცეცხლის ლოკალიზა დროულად მოახერხეს. გამოძიება 187-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები