ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

Construction News

ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე 2 სართულიანი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და სხვენის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 8 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა, 1 ავტო კიბე და ცოცხალი ძალა 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით არის დაწყებული.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სტატიები