ქუთაისში სტადიონის რეაბილიტაცია 500 ათას ლარზე მეტი დაჯდება

Construction News

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელდება იგეგმება, რის გამოც არენა რეკონსტრუქციისთვის დაიხურა.

“პირველი არხის” ინფორმაციით, არენაზე სამუშაობის განხორციელებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რადგან „რამაზ შენგელია“ მერიის ბალანსზეა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯებსაც ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს. სატენდერო წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. ამ სამუშაოების ჩასატარებლად 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს რომ შეესაბამებოდეს, მოცულობითი სამუშაოები დაიგეგმა – დაიწყება ვიპ და პრეს ლოჟის (60 ადგილზე იქნება გათვლილი), 30 ჟურნალისტსა და 20 ფოტოგრაფზე გათვლილი სივრცის, ასევე საკომენტატორო და საპრესკონფერენციო ოთახების განახლება, სტუმრებისთვის ახალი VIP სივრცე და „ტორპედოს“ ისტორიის საგამოფენო სივრცე მოეწყობა. მოწესრიგდება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახები და სამედიცინო კაბინეტები – სტუმარი გუნდისთვის კი ცალკე სამედიცინო ოთახი.

ამას გარდა, სარბენ ბილიკზე კაუჩუკის ზედაპირი ხელოვნური საფარით შეიცვლება. ტრიბუნებზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება, ცენტრალურ შემოსასვლელთან 150 ავტომანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. მსაჯთა და ფეხბურთელთა მოედანზე გასასვლელის გადაიხურება.

მოედნის საფარისთვის საჭირო ხარჯს სრულად ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს. ბალახის საფართან ერთად შეიცვლება სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.

მსგავსი სტატიები