ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია 7 ადამიანი

Construction News

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქება გამთენიისას, ავტომშნებლის ქუჩაზე მოხდა.

აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ აფეთქებამდე, კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი იყო და ბინიდან ხმაური გამოდიოდა.

აფეთქების სავარაუდო მიზეზად, ბინაში არსებული საწვავი სახელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის, მოსახლეობა ევაკუირებულია.

მსგავსი სტატიები