მშენებარე ობიექტიდან მუშაკი სიმაღლიდან გადმოვარდა. ინციდენტი ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე დღეს მოხდა.
მუშაკი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით დაიწყო.