ქუთაისში მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

ქუთაისში, იმერეთის გუბერნიის შენობის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები გარემოს დაბინძურების საფრთხეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობამ, შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

ცნობისთვის, ქუთაისში პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება. ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. 

1tv.ge

მსგავსი სტატიები