ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

Construction News

ქუთაისში, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუპის“ მიერ, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის თანახმად “აი გრუპი” ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5,000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაცია “ჩანგანის” პარტნიორობით.

ღონისძიებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ესწრებოდა.

ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვანვითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები