ქუთაისში ელეტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება

Construction News

ქუთაისში, რამდენიმე კვირაში პირველი ელეტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გახდება.

დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია და ის ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლების სახით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება 21-ე საუკუნეში ერთიანი, ძლიერი და მაღალტექნოლოგიებზე არსებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სტატიები