ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

Construction News

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, მცენარეული ფენის მოხსნა, ჭრილების დამუშავება, ყრილის მოწყობა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მინისტრის თქმით, ახალი 2-ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

მსგავსი სტატიები