ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის წითელ ნუსხაში შეტანილი ხეები მოიჭრება

Construction News

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებისთვის ასოციაცია “ატუს” წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების მოჭრის უფლება მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება მთავრობამ 17 მაისს გამოსცა.

დოკუმენტში წერია, რომ ბუნებრივი გარემოდან უნდა ამოიღონ 60 იმერული მუხა და 45 ძელქვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ასოციაცია “ატუმ” მოჭრილი ხეები დაუკოტრავი სახით ეროვნული სატყეო სააგენტოს მითითებულ ტერიტორიაზე უნდა დაასაწყობოს.

ცნობისთვის – ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია 2016 წელს შედგა. საუნივერსიტეტო კომპლექსი 140 ჰექტარს დაიკავებს და ის 60,000 სტუდენტისთვის იქნება გათვლილი. ტერიტორიაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები და საერთო საცხოვრებლები განთავსდება.

მსგავსი სტატიები