ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ფასადის სამუშაოები დასრულდა

Construction News

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სამშენებლო სამუშაოები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დაკვეთით განხორციელდა.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოქმედებს.

მგზავრობის მსურველებმა, ავიაკომპანიების მხრიდან ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ თავად ავიაკომპანიასთან, რადგან ბილეთების რეალიზაციის საკითხს ავიაკომპანია წყვეტს თავად, როგორც საქართველოს საავიაციო ხელისუფლების, ასევე იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების შეზღუდვების გათვალისწინებით, სადაც მგზავრს გამგზავრება სურს.

ინფორმაციას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს

მსგავსი სტატიები