ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

Construction News

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთი საკლასო ოთახის ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, მომხდარის მიზეზი უცნობია.

მისი ინფორმაციით, ჭერი შენობის პირველ სართულზე ჩამოიშალა.

ცნობისთვის, ეს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა.

მსგავსი სტატიები