ქუთაისის მერი “EBRD მწვანე ქალაქები” ღონისძიებას ლონდონში დაესწრო

Construction News

იბიარდის მიწვევით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ლონდონში, ღონისძიებას “EBRD მწვანე ქალაქები: უკეთ შენება და უფრო მდგრადი მომავალი ქალაქებისთვის” ესწრებოდნენ.

ღონისძიება, ლონდონის კლიმატის აქციის კვირეულის ფარგლებში, იბიარდის სათაო ოფისში ჩატარდა.

შეხვედრა ფოკუსირებული იყო ბოლო ტენდენციებზე მწვანე ქალაქების დაფინანსების მიმართულებით – ინოვაციური ტექნოლოგიებიდან დაწყებული, მდგრადი ინფრასტრუქტურის ინვესტირებამდე.

ღონისძიების დროს განხილული იყო თუ როგორ მოხდება ურბანული გამოწვევების საუკეთესოდ დაძლევა და უზრუნველყოფილ იქნება უკეთესი მომავალი, უფრო მდგრადი მომავალი ქალაქებისა და მათი მცხოვრებლებისთვის.

კონფერენციას ესწრებოდნენ ლონდონის ხელისუფლების წარმომადგენლები, მერები და იბიარდის მწვანე ქალაქების ოფიციალური პირები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ურბანული და კლიმატის სპეციალისტები.

ქუთაისი, ბათუმთან და თბილისთან ერთად, იბიარდის მწვანე ქალაქების პროგრამის პოტენციურ წევრად განიხილება.

მსგავსი სტატიები