ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო

Construction News

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო, რაც ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობას ითვალისწინებს.

ახლო მომავალში დაიწყება ტერმინალის ლანდშაფტის პროექტირება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტის დღეს არსებული ტერმინალის სივრცე გაფრენის ზონად იფუნქციონირებს, ხოლო ახალ ტერმინალში ჩამოფრენის სივრცე მოეწყობა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, აეროპორტს შვიდი გასასვლელი ექნება და საათში 1,200 მგზავრს გაატარებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

მსგავსი სტატიები