ქუვეითში ტენისის მეგაკომპლექსი გაიხსნება

Construction News

ქუვეითში, მიმდინარე წელს 263,430 კვ.მ ფართობის მქონე ტენისის მეგაკომპლექსი გაიხსნება.

როგორც გლობალურმა არქიტექტურულმა ჯგუფმა CallisonRTKL – მა განაცხადა, პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლაა.

შეიხ ჯაბერ აბდულაჰ ალ ჯაბერ ალ საბაჰის სახელობის ტენისის საერთაშორისო კომპლექსი ყოველწლიურად 11 მილიონ ვიზიტორს მიიღებს.

CallisonRTKL – ის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ქუვეითის ტენისის ფედერაციის სათავო ოფისს, 8 ღია კორტს, 5,000 ადგილიან დახურულ არენას, 1,600 ადგილიან ცენტრალურ კორტს, ფიტნეს ცენტრს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, ასევე მაღაზიებსა და რესტორნებს.

კომლექსი ასევე დაეხმარება ქუვეითელ სპორტსმენებს, ტენისში თავიანთი შესაძლებლობები დახვეწონ. გარდა ამისა, ქუვეითის ტენისის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ტენისის საერთაშორისო აკადემიის აშენებას.

პროექტი ასევე მოიცავს ე.წ. ცოცხალი კედლის მშენებლობას, სადაც 101 სახეობის მცენარე იქნება წარმოდგენილი.

arabianbusiness.com

მსგავსი სტატიები