ქუვეითში $494 მილიარდის ღირებულების სამშენებლო პროექტები მიმდინარეობს – მონაცემებს სამშენებლო პლატფორმა Protenders ავრცელებს.
მათ შორის, შეჩერებული პროექტების ღირებულება $15,5 მილიარდია (3%), დიზაინის შემუშვების ეტაპზეა $243,5 მილიარდის (49%), ხოლო დაგეგმარების პროცესში $63 მილიარდის (12%) ღირებულების პროექტებია.
ანგარიშის თანახმად, მშენებლობის პროცესშია $140 მილიარდის პროექტები, რაც ჯამური ბუჯეტის 28%-ს შეადგენს. ამ პროექტების 40% ნავთობისა და გაზის სექტორს მიეკუთვნება, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი 21%-ს შეადგენს, ხოლო ურბანული შენობების წილი – 34 პროცენტია.
სამომავლო პროექტების ჯამური ღირებულება $337 მილიარდად არის შეფასებული, საიდანაც 72% ურბანულ შენობებზე მოდის, ნავთობი და გაზი – 12%, ხოლო ინფრასტრუქტურა – 15%.
ქუვეითის ეკონომიკა ძირითადად ნავთობზეა დამოკიდებული, თუმცა ქვეყნის მთავრობა ინფრასტრუტურულ პროეტებში საკმაოდ დიდი თანხების ინვესტირებას ახორციელებს. 2018 წელს მთავრობამ, პროექტ “Northern Gulf Gateway”-ის დამტკიცების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია ქუვეითი და მისი რეგიონები შეუერთდეს ჩინეთის “Belt and Road”-ის ინიციატივას, რასაც ახალი პორტის “Mubarak al-Kabeer”-ის ექსპლუატაციაში მიღებით დაიწყებს.