ქრისტეს ქანდაკება ექიმის ფორმაში განათდა

Modern Roofing

ბრაზილიაში, ქრისტეს ცნობილი ქანდაკება “მხსნელი ქრისტე” (Cristo Redentor) განათების საშუალებით ექიმის ფორმაში წარმოაჩინეს.

ამავე დროს, ქალაქის მთავარეპისკოპოსმა დომ-ორანი-ტემპესტამ ქანდაკებასთან მესა აღავლინა, რითაც პატივი მიაგო COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო მუშაკებს.

აქვე შეგახსენებთ,  რიო-დე-ჟანეიროში მდებარე ქრისტეს ქანდაკება 1931 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მშენებლობა 9 წელი მიმდინარეობდა და ძირითადად, ქალაქის კათოლიკეების მიერ გაღებული შემოწირულობებით დამზადდა, რამაც ჯამში 250,000 აშშ დოლარი შეადგინა.

ქანდაკების სრული სიმაღლე 38 მეტრია (30 მეტრი ქრისტეს ქანდაკება და 8 მეტრი კვარცხლბეკი), ხოლო მაცხოვრის ხელები 23 მეტრის სიგრძეზეა გაშლი.

კორკოვადოს 710 მეტრი სიმაღლის მთაზე აღმართული “მხსნელი ქრისტე”, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გამორჩეულ სიმბოლოს და ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები