ქოშიგორის დასახლებაში გზის რეაბილტიაცია 321,577 ლარი დაჯდა

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არამარტო ცენტრალური რაიონების, არამედ დედაქალაქის გარეუბნების თანაბრად განვითარებაც.

მისივე თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქოშიგორის ქვედა მონაკვეთსაც ჩაუტარდება.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1,150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით და დაიგო 5,750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 321, 577 ლარი დაიხარჯა. 

მსგავსი სტატიები