ქობულეთში საინვესტიციო პირობით გამოტანილი 11,235კვ.მ მიწის აუქციონი დღეს სრულდება

Construction News

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N379-ის მიმდებარედ არსებული 11,235 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 60%-ანი ფასდაკლებით, პირობებიანი აუქციონი დღეს სრულდება.

მიწის ღირებულება 4,485,000 ლარია, თუმცა უძრავი ქონება ამჯერად ფასდაკლებთ არის აუქციონზე გამოტანილი და მისი საწყისი ფასი 1,834,000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული უძრავი ქონების შეძენით, მყიდველი იღებს ვალდებულებას ამ ტერიტორიაზე  განახორციელოს 50 მილიონი ლარის ინვესტიცია, კერძოდ: უნდა ააშენოს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს და სკვერს, ხოლო კომპლექსში დასაქმებულთა 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან უნდა განხორციელდეს:

  • 12 (თორმეტი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დაწყება;
  • 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
  • 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობ(ებ)ის ფასადის სამუშაოების დასრულება;
  • 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება;
  • 60 (სამოცი) თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 (ასი) ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედება და არანაკლებ 20 (ოცი) წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50,000,000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განსაზღვრულია  მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ერთი ბიჯი შეადგენს 45,000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს). ქონება ითვლება პრივატიზირებულად  ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე.

აუქციონის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/604091

მსგავსი სტატიები