ქობულეთში პლაჟთან ახლოს საპირფარეშოების მშენებლობა იგეგმება

Construction News

ქალაქ ქობულეთში, პლაჟთან ახლოს, აღმაშენებლის N 325-ის, N 520-ის მოპირდაპირედ და ამავე ქუჩაზე მდებარე ეკოპლაჟთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტი საპირფარეშოების მშენებლობას გეგმავს.

სამი საპირფარეშოს მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია. ტენდერის საწყისი თანხა 148,478 ლარს შეადგენს.

მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 15 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ორი წელია.

მსგავსი სტატიები