ქობულეთში ახალი ადმინისტრაციული შენობების ასაშენებლად ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება

Construction News

საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული შენობების ახლით ჩანაცვლებას იწყებს ქობულეთის მერია. კერძოდ, “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, წელს ადგილობრივი მთავრობა დაბა ოჩხამურსა და სოფელ ზენითში შენობების აგებასა და ავარიული ობიექტების დემონტაჟს აპირებს. ჯამში ბიუჯეტიდან 225 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ამასთან, იგეგმება ხუცუბნის ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა. ამ პროექტისთვის მერია ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.

მსგავსი სტატიები