ქობულეთის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობა დასრულდა

Construction News

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ლოტის 13.7 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,373,235 ლარი იყო გამოყოფილი და ის შეკვეთილიდან სოფელ გვარამდე ტერიტორიას მოიცავდა.  

რაც შეეხება ამავე გზის სოფელ გვარადან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა დაახლოებით 32 კმ-ია, რომლის პირველი 13 კილომეტრიანი მონაკვეთი 2014 წელს გაიხსნა, მეორე კი – 2018 წლის ივნისში.

მსგავსი სტატიები