საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე ტენდერს თებერვლის მეორე ნახევარში გამოაცხადებს.
უწყებამ დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებს, დონორ ორგანიზაციებსა და სამშენებლო კომპანიებს გვირაბის მშენებლობისა და სატენდერო პირობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
9-კილომეტრიანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რის გამოც ის უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ჯამში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა.
მშენებლობა 2 მონაკვეთად იქნება დაყოფილი.
imedinews.ge