ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის შესული ტენდერების განხილვა დაიწყო

Construction News

ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზაზე, გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე გაიხსნა დაინტერესებული კომპანიების წინადადებები. სატენდერო წინადადება, სულ 7-მა კომპანიამ წარმოადგინა. უწყების თქმით, გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის მქონე, კვალიფიციური კომპანია გამოვლინდება.

ქვეშეთი-კობის საერთაშორისო გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7 კილომეტრიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. 9 კილომეტრიანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა და აღნიშნული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა.

მსგავსი სტატიები