ქვემო ქართლში 1,054,000 ლარად მესაქონლეობის ფერმა აშენდა

Construction News

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ამის შესახებ “პირველი არხი” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყების ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,054,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 854,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო დარჩენილი თანხა საკუთარი დანაზოგია.

სამინისტროს ცნობითვე, ფერმა დღეში სამ ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „ნიბა 2008“-ში მუდმივად ხუთი ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი. 

მსგავსი სტატიები