ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა, მათ შორის ყველაზე მეტი – 200 შეტყობინება თბილისიდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:
87 ხე;
62 შენობის სახურავი;
32 ავტომანქანა;
ბუნებრივი აირის 8 მილი;
მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი;
4 სარეკლამო ბილბორდი;
უწყების ცნობით, ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.
ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო, არავინ დაშავებულა.