„ქარისგან რკინის კოლონები არ გადაიხრებოდა“ – ექსპერტის განცხადება

თბილისში, შარტავას ქუჩაზე “X2”-ის მშენებარე ობიექტზე, ძლიერი ქარის გამო რკინის კოლონები გადაიღუნა. ფაქტის შესაფასებლად “constructionnews.ge” დაუკავშირდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ვიტალი დვალიშვილს. მისი განცხადებით, ქარისგან რკინის კოლონები არ  გადაიხრებოდა. ამასთანავე, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლის გარეშე შემთხვევას ვერ შეაფასებს.

„X2“-ის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ რკინის კოლონების მშენებლობა დასრულებული არ არის და მასალა “რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში” შეიძინეს, თუმცა ფაქტს არ ადასტურებენ მეტალურგიულ ქარხანაში.

„100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის ჩვენი არმატურა. აღნიშნული ობიექტისთვის არმატურა არასდროს მიგვიყიდია“, – აცხადებენ “რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში”.

მსგავსი სტატიები