ქართული პროფესიული განათლების სერტიფიკატი ევროპაში ვალიდური იქნება

Modern Roofing

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს პროფესიული განათლების ცენტრების მიერ გაცემული სერტიფიკატები ვალიდური იქნება ევროპაში, რაც მათ კურსდამთავრებულებს უცხოეთში დასაქმების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ პრემიერმა “იმედის” ეთერში განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმა გულისხმობს ყველა რაიონში პროფესიული სასწავლებლების ამოქმედებას, რომელთა კურსდამთავრებული ნებისმიერი ახალგაზრდა, სწავლის დასრულებისთანავე დასაქმდება. 

ამასთან ერთად, საქართველოს პროფესიული განათლების ცენტრების მიერ გაცემული სერტიფიკატები ვალიდური იქნება ევროპაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს ევროპაში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. მასშტაბური რეფორმა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები იქნებიან მსოფლიოს ტოპ რეიტინგებში; ჩვენ გვექნება ყველაზე თანამედროვე კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები და შედეგად შევძლებთ, საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონის განათლებისა და მეცნიერების კერად, რაც არის ჩვენი ისტორიული მისია”, – განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სტატიები