ქართლის ქარის ელექტროსადგურმა თებერვლის თვის გენერაციის მაქსიმუმს მიაღწია

Modern Roofing

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურმა მიმდინარე წლის თებერვალში ბოლო 2 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაქსიმალურ გამომუშავებას – 7,371,280 კვტ.სთ-ს მიაღწია. საშუალოდ ყოველდღიურად სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია 263,000 კილოვატ საათს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს.

ცნობისთვის, სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

მსგავსი სტატიები