ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, საპროექტო, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად, სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს.

პარალელურად, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტირება 3 კვირაა გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა.  

ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

რაც შეეხება, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებულ ტბას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად, ივნისის თვეში გამოცხადდება ტენდერი პროექტირებაზე.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სტატიები