საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის დონემ დაიწია და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.
ამ დროისთვის, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.
პარალელურ რეჟიმში გრძელდება სტიქიური მოვლენებით წარმოშობილი ტბის წყლის დონის დაკლებისა და გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.