ფუჯაირაში $27 მილიონი ღირებულების ახალი სტადიონი აშენდება

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, მშენებლობაზე $27 მილიონი დაიხარჯება. „Dibba Sports Club Stadium“ ფუჯაირაში აშენდება.

Constructionweekonline-ის ინფორმაციით, სტადიონს  „Fuj Singh International Co“ ააშენებს. კონტრაქტზე ხელი ფუჯაირას მმართველმა უკვე მოაწერა. მისი თქმით, სტადიონის მშენებლობა არის ფუჯაირას მდგრადი განვითარების ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ფუჯაირას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 272 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

მსგავსი სტატიები