ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის 500,000 ლარი დაიხარჯა

Construction News

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეცვალა და LED განათების სისტემა დაამონტაჟა.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ჭადრის 40 ნერგი დაირგო.

სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან 500,000 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები