ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Construction News

გლდანის რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 9,200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. დაახლოებით 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400კვ.მ ფართობზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 672,400 ლარია.

მსგავსი სტატიები