ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

Construction News

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 9,200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. დაახლოებით 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, 6,400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ამ ეტაპზე, მოსულიშვილის ქუჩაზე გამწვანების ზონის მოსაწყობად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და გულია გოცირიძესთან  ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 672,400 ლარია.

მსგავსი სტატიები