ფოთში $250 მილიონად შეფასებული ახალი ნავსადგური აშენდება

Construction News

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

მერიის ინფორმაციით, აშენდება 1,640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად, უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500,000 TEU-ს გადამუშავება წელიწადში.

მსგავსი სტატიები