ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.ამის შესახებ ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისი საექსპერტო კვლევები ჩაუტარდება. მათ შორის, საინჟინრო-გეოლოგიური, კონსტრუქციული მდგრადობის, არქიტექტურულ-ისტორიული და სახელოვნებათმცოდნეო კვლევები.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ფოთს შევუნარჩუნებთ უნიკალური არქიტექტურის შენობას და შევძენთ უმაღლეს სასწავლებელს, რითაც ხელს შევუწყობთ ქალაქის მომავალ განვითარებას“, – განაცხადა ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ.
შეთანხმებას ხელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის, რამდენიმე დღის წინ მოეწერა.