ფოთის სტადიონის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის 1,863,000 ლარი დაიხარჯა

Construction News

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 1,863,000 ლარი შეადგინა.

სტადიონზე მოეწყო 1,700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდა გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. დაიგო უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი მინდვრის საფარი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა.

მსგავსი სტატიები