ფოთის თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო

Construction News

ვალერიან გუნიას სახელობის, ფოთის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი სპექტაკლებს დროებით, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში მართავს.

მსგავსი სტატიები