ფლორიდაში მსოფლიოს პირველი გიტარის ფორმის სასტუმრო გაიხსნება

Construction News

აშშ-ში, ფლორიდაში გიტარის ფორმის სასტუმრო წელს გაიხსნება. აღნიშნული ნაგებობის სამშენებლო პროექტი $1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის “Hard Rock” ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი, $2,2 მილიარდიანი პროექტის ნაწილია. სასტუმროს გარდა, პროექტი კაზინოების მშენებლობასაც ითვალისწინებს.

კომპანიის ხელმძღვანელების განმარტებით, მუსიკალური ელემენტი “Hard Rock “ჯგუფის ნაწილია, რომელიც მის საკუთრებაში არსებული რესტორნების, სასტუმროების და სხვა გასართობი დაწესებულებების კონცეფციას განსაზღვრავს. შენობის სიმაღლე 400 ფუტია (122 მეტრი) და მასში 1200-მდე სასტუმრო ოთახია განთავსებული.

სასტუმრო ოფიციალურად 24 ოქტომბერს გაიხსნება. მასში ოთახების დაჯავშნა კი 24 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები