ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულია 11 ადამიანი

Construction News

6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ფილიპინებში, კუნძულ ლუსონზე მოხდა. მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ნგრევას, ბოლო მონაცემებით სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC- ის ინფორმაციით, რამდენიმე შენობა განადგურდა და დაზიანდა ფილიპინების საერთაშორისო აეროპორტი, სადაც დაახლოებით 7 ადამიანი დაშავდა. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, აეროპორტი 24 საათის განმავლობაში დახურული იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დედაქალაქის ჩრდილოეთით „პამპანგას“ პროვინციაში, ჩამონგრეული შენობების ქვეშ ჯერ კიდევ ათეულობით ადამიანია მოყოლილი.

მსგავსი სტატიები