ფილადელფიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

Construction News

ფილადელფიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რამაც შემდეგ აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად რამდენიმე მილით დაშორებული შენობებიც კი შეირყა.

ახლოს მდებარე შენობებში მცხოვრები და ასევე დასაქმებული ადამიანები შენობებში რჩებიან, რადგან გარეთ ძლიერი დაკვამლიანებაა.

“Philadelphia Energy Solutions” (PES) დღეში 335,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს.

ტეროტიაზე ხანძარი დილის 4 საათისთვის გაჩნდა. ამ ქარხანაში ხანძარი 11 დღის წინაც დაფიქსირდა.

ქალაქის საგანგებოს სიტუაციების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას დარჩნენ ადგილებზე, ვიდრე არ იქნება ახალი ცნობა, რადგან ხანძრის შედეგად ქალაქში ძლიერი კვამლია.

მსგავსი სტატიები