ფატალური შემთხვევის გამო ახალ ზელანდიაში კომპანია £130,000-ით დააჯარიმეს

Construction News

ახალ ზელანდიაში ფოლადის კომპანია სამშენებლო ობიექტზე მუშაკის დაღუპვის გამო, £130,000-ით დააჯარიმეს.

Theconstructionindex-ის ინფორმაციით, შემთხვევა 2017 წელს მოხდა. მუშაკი ჭაბურღილზე სამშენებლო ამწეს მართავდა, როცა ფოლადის სხივი დაეცა. შემთხვევის შედეგად მუშაკს მარცხენა მკლავი, კისერი და თავი დაუზიანდა, რაც საბოლოოდ ფატალურად დასრულდა.

ახალი ზელანდიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამშენებლო ობიექტზე კომპანიამ ვერ განახორციელა რისკების შეფასება, რაც მის აღმოფხვრას ან მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს.

შემთხვევის შემდეგ მიმდინარეობდა გამოძიება და სასამართლომ კომპანია „Pegasus Engineering Limited“ უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობის გამო დააჯარიმა.

მსგავსი სტატიები