ფარავნის ტბასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

Construction News

ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელებს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე დაგეგმილია წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან, ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის – გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ფარავნის ტბის ნაპირისა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაეხმარება და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. 

მსგავსი სტატიები