უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მისაღებად, უძრავი ქონების ღირებულების ზღვარი იზრდება

Construction News

1 ივლისიდან საქართველოში ბინადრობის მიღების მსურველი უცხოელებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება.

კანონდებლობით განისაზღვრა უფრო მაღალი ღირებულების უძრავი ქონების ფლობა, ინვესტიცია, შემოსავალი, ბრუნვა და ა.შ. კერძოდ:

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საკუთრებაში ფლობს უძრავ ნივთს, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100,000 აშშ დოლარს.

უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად კი საჭიროა 300,000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, რომელსაც უცხოელი 5 წლის განმავლობაში ფლობს.

საინვესტიციო ბინადრობის უფლების მისაღებად უცხოელმა საჭიროა განახორციელოს საქართველოში არანაკლებ 300,000 აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, ან უნდა ფლობდეს საკუთრებაში ამ ღირებულების უძრავ ნივთს.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შედის 2019 წლის 1 ივლისიდან.

სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4571589?publication=0

მსგავსი სტატიები