უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვისთვის O’Keefe ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

Construction News

დიდი ბრიტანეთის სამშენებლო კომპანია O’Keefe უკვე მეოთხედ გახდა RoSPA-ს ოქროს ჯილდოს მფლობელი.

RoSPA იგივე “უბედური შემთხვევების პრევენციის სამეფო საზოგადოება”, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვისთვის, კომპანიებს ყოველწლიურად აჯილდოვებს. უსაფრთხოების სისტემის შეფასება, კომპანიაში არსებული მმართველობითი მიდგომებისა და თანამშრომელთა ჩართულობის გათვალისწინებით ხორციელდება.

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სათანადოდ შეფასდა და ოქროს ჯილდოც მოვიპოვეთ. საკმაოდ დიდი თანხა დავხარჯეთ, რომ შეგვეძინა მაქსიმალურად უსაფრთხო აღჭურვილობა და შეგვექმნა გარემო, რომელიც უზრუნვეყლოფდა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს, ჩვენს სამშენებლო მოედნებზე”, – აცხადებს O’Keefe-ის გენერალური დირექტორი.

O’Keefe-ის საქმიანობის ძირთადი მიმართულებაა საზოგადოებრივი მშენებლობა და დემონტაჟის სამუშაოები.

მსგავსი სტატიები