ურეკის 3,000 მცხოვრები წყლისა და კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

Construction News

საკურორტო ზონებში წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. შემოდგომაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა ექნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ 3,000-მდე ადგილობრივი მცხოვრები, 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

აღსანიშნავია, რომ დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოს საერთო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.

მსგავსი სტატიები