ურბანულ გარემოში მზის ენერგიის პოტენციალის გაზომვა უკვე შესაძლებელია

Modern Roofing

აშშ-ის დელფის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებს ახალი მიგნება აქვთ, რომელიც საშუალებას იძლევა, სწრაფად და მაქსიმალური სიზუსტით გამოთვალოს მზის ენერგიის პოტენციალი ურბანულ არეალებში.

sciencedaily-ის ინფორმაციით, მიგნება არქიტექტორებს ნაგებობების ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ფოტოზე ნაჩვენებია ქალაქ ბოსტონის 3D მოდელი. ის შენობები, რომლებსაც მზის ენერგიის მიღების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ სხვებთან შედარებით უფრო მკვეთრ ფერად არის ნაჩვენები. ბოსტონის დაგეგმარებისა და განვითარების სააგენტო

შენობები, ხეები და სხვა ნაგებობები ჩრდილავენ ურბანულ გარემოს, რაც მზის სხივების დედამიწის ზედაპირამდე მიღწევას უშლის ხელს. ამ პროცესის ციფრებში ზუსტი ასახვა გაამარტივებს მზის ენერგიის მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას. პოტენციური ენერგიის ზუსტად განსაზღვრა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მათემატიკური გამოთვლების კომბინაციით გახდა შესაძლებელი.

ურბანული ზონის კონკრეტულ მონაკვეთზე მზის ენერგიის პოტენციალი ორ პარამეტრზეა დამოკიდებული: არეალის ზედაპირის ფართობსა და დროის იმ ხანგრძლივობაზე, რომლის განმავლობაშიც მასზე მზე ანათებს. საბოლოოდ კი ორივე მათგანი ზომავს გამოსხივების გაფანტულობას.

კვლევა აშშ-ში დელფის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა, პროფესრების, ოლინდო იზაბელასა და მირო ზემანის ხელმძღვანელობით.

“მზის ენერგიის პოტენციალის გამოთვლა შეიძლება მნიშვნელოვნად აისახოს შენობებისა და ქალაქის დაგეგმარებაზე. მიგნება საინტერესო იქნება ინვესტორებისთვისაც, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას მიაქცევენ შენობის ენერგიულ პოტენციალს” – აღნიშნავს ოლინდო იზაბელა.

მსგავსი სტატიები