უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, ფილიპინებში, აბიტურიენტმა 10 ხე უნდა დარგოს

Construction News

ფილიპინებში უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე აბიტურიენტმა 10 ხე უნდა დარგოს. კანონი ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო.  განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სკოლის მოსწავლეს, უმაღლესი განათლების მისაღებად, მინიმუმ 10 ხის დარგვას კანონი დაავალდებულებს.

“ფილიპინებში ყოველ წელს დაწყებით სკოლას 12 მილიონი მოსწავლე ამთავრებს, საშუალო სკოლას – ხუთი მილიონი, კოლეჯებს – 500 ათასი. შესაბმისად, კანონის აღსრულების შემთხვევაში, ფილიპინებში ყოველ წელს 175 მილიონი ხე დაირგვება. შესაბამისად, ერთი თაობა დარგავს 525 მილიარდ ხეს“, – ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.

კანონის მიხედვით, ხეებს დაცულ ტყეებში, სამოქალქო და სამხედრო რეზერვაციებში, მიტოვებული მაღაროებისა და ქალაქების რაიონებში დარგავენ. უპირატესობა ადგილობრივი ჯიშის ხეებს მიენიჭება.

მსგავსი სტატიები